English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” (თბილისი, 2019, 1-2 ნოემბერი)

2019 წლის 1-2 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლტეტზე ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში’’.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ასევე  საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნიდან (გერმანია, შოტლანდია,  პოლონეთის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბელარუსია, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი).

1 ნოემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პლენარული სხდომა გახსნა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, აკადემიკოსები ლადო პაპავა და ავთანდილ სილაგაძე.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:                                       

პოლ ჰეარი, აკადემიკოსი, ჰელიოტ-ვოტის უნივერსიტეტი, ედიმბურგი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო - „ზრდა და განვითარება, საქართველოს მაგალითზე“.

რაინერ ვენერი, პროფესორი, ვურცბურგ-შვეინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია - გლობალიზაციის ეფექტები ევროპის ავიაკომპანიების ბაზრებზე“.

ელინა გაილე-სარკანე, დეკანი, პროფესორი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლატვია - უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის კოოპერაცია: ბალტიის რეგიონის გამოწვევები“.

გიუნტერ ჰოფბაუერი, პროფესორი, ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია - „ბლოკჩეინ პროგრამები ბიზნესპროცესებში შესყიდვებისათვის“. 

შესვენების შემდეგ კონფერენციის მუშაობა განახლდა სექციებში. იმუშავა 14-მა სექციამ:

I სექცია -ეკონომეტრიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი იური ანანიაშვილი

სექციაზე წარმოდგენილი იყო ორი მოხსენება:

იური ანანიაშვილი - თსუ-ს პროფესორი: „მონეტარული პოლიტიკა კვაზიწრფივ მაკროეკონომიკურ მოდელში“.

მოხსენება  ეხება მაკროეკონომიკური წონასწორობის ორიგინალურ მოდელს, რომლის დამოკიდებულებათა სისტემა აერთიანებს ხუთი აგრეგირებული ბაზრის (შუალედური პროდუქტის, საბოლოო პროდუქტის, შრომის, კაპიტალისა და ფულის) წონასწორობის ამსახველ, აგრეთვე წონასწორული ფასების დონეების განმსაზღვრელ განტოლებებს.

ლია თოთლაძე - თსუ - ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში - „ადამიან-კაპიტალის გაზომვის შესაძლო მიდგომები“ - განხილულია ადამიან-კაპიტალი, როგორც ეკონომიკური ზრდის  უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის რაოდენობრივი შეფასებისთვის ძირითადად ორი მიდგომა გამოიყენება: ერთია რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორებით შეფასება, მეორე - მონეტარული საზომები.

II სექცია - ეკონომიკური პოლიტიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი  რევაზ გველესიანი

სექციაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება:

რევაზ გველესიანი - თსუ -ს პროფესორი.

 მოხსენებაში „ეკონომიკური ინტერესების კონფლიქტი - ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებს შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენის ფორმა“  აღინიშნა, რომ საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის საზომია ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობები (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება დაპროგრესი).ამასთან,ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნების დაკონკრეტებისას (იდენტურობის, ჰარმონიის, ნეიტრალიტეტის, კონფლიქტის და ურთიერთგამორიცხვის მიმართულებით), ჩნდება პრობლემები და წარმოიქმნება ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტი, რომლის  დაძლევაც შესაძლებელია თანმიმდევრული, გრძელვადიანი და ფრთხილი ეკონომიკური პოლიტიკის  ეფექტიანი განხორციელებით.   

ემირ ეთერია - კავკასიის   უნივერსიტეტის   ასოც.   პროფესორი.       

მოხსენებაში - „გლობალიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების  ეკონომიკური ასპექტები“ - მომხსენებელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიღწევის წინაპირობად განიხილავს,  აქცენტი გაკეთებულია სიღრმისეული რეფორმების გატარებაზე, რაც კავშირშია ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების თანმიმდევრულობასთან.

ქრისტინე უგულავა - თსუ-ს დოქტორანტი. 

მოხსენებაში - „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (აეგ) - ახალი სტრატეგიის მნიშვნელობა მდგრადი განვითარებისათვის“ - აქცენტი გაკეთებულია გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევებზე,  ქვეყნის განვითარებისადმი ალტერნატიულ მიდგომებზე, რამაც უნდა უზრუნვეყოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (აეგ).  აეგ არის მონაწილეობაზე დაფუძნებული განვითარების პროცესი, სადაც წახალისებულია პარტნიორობა მთავარ მოქმედ პირებს შორის, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, მდგრადობას, ინკლუზიურობას,  ადგილობრივი რესურსების  სწორად და ეფექტიანად გამოყენებას, ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას.

სექციის მუშაობის პროცესში დაისვა  ბევრი პრობლემატური საკითხი. ასისტენტ-პროფესორმა ლალი ხურციამ ისაუბრა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საქართველოში,  ასისტენტ-პროფესორმა გიორგი გაფრინდაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ,  დოქტორანტმა ტარიელ ლომიამ - საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი მართვის პოლიტიკის ხარვეზების დაძლევის გზებზე.

III სექცია  -  თეორიული ეკონომიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

სექციაზე მოისმინეს ორი მოხსენება:

ვლადიმერ პაპავა - აკადემიკოსი  და  ვახტანგ ჭარაია - ეკონომიკის  დოქტორი.

მოხსენებაში - „იმფლაციის გაზომვისა და ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების შესახებ“ -გაანალიზდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებები. შემოთავაზებული იქნა „იმფლაციის“ მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ქვეყნის შიგა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციისა და მომსახურების ფაზებს და  რა არსებით ზეგავლენას ახდენს ის ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე.

რუსუდან სირბილაძე -   ეკონომიკის დოქტორი, მოწვეული პროფესორი და თსუ-ს დოქტორანტი -  ლალი ოქროშიძე.

მოხსენებაში - „ინოვაციისა და კრეატივის მნიშვნელობა რეგიონული ეკონომიკის  განვითარებაში“ - განხილული იქნა ტურიზმის სფეროში ინოვაციების გამოყენების მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოსთან მიმართებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნულ საკითხში მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

სექციაში ასევე წარმოდგენილ იქნა მოხსენებები:

ანზორ აბრალავა - სტუ-ს პროფესორი და დავით ფოდიაშვილი - სტუ დოქტორანტი. თემა „ფირმის ეკოლოგიური სტრატეგიის ფაქტორული კლასიფიკაცია“.

ტალაიბეკ კოიჩუმანოვი - ყირგიზეთის სლავური უნივერსიტეტის პროფესორი:  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური ქამრის გამოწვევები ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის“.

ტალაიბეკ კოიჩუმანოვი და კუბან აშირკულოვი - ყირგიზეთის სლავური უნივერსიტეტის პროფესორები: „ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ზომების შეფასება „ღია მმართველობის“ პრინციპების დაცვით (ღია შეფასება).

IV სექცია - მაკროეკონომიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი მირიან ტუხაშვილი

სექციაზე წარმოდგენილი  იყო თხუთმეტი მოხსენება:

ნაირა ვირსალაძე  -  აწსუ და ქუთაისის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი და  მალვინა ყიფიანი - ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი.

მოხსენება „დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს ეკონომიკის დილემაეხება  საქართველოს დემოგრაფიულ ცვლილებებს, სამუშაო ძალის შემცირებას, ქვეყნიდან ადამიანების გადინების პრობლემებს და შობადობის არასტაბილური ცვლილებებს. განხილულია ბოლო პერიოდის მიგრაციის უარყოფითი და დადებითი მხარეები.

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი,  თსუ-ს პროფესორი.

მოხსენებაში საუბარია მოსახლეობის სახელმწიფოებრივი გარანტიების ამაღლების, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა ნორმალური ანაზღაურებისა და  მათი უფლებების დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

ნაზირა კაკულია - თსუ-ს ასოც.პროფესორი,  თეა ლაზარაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი.

მოხსენებაში ინსტიტუციური ტრანსფორმაცია და მისი გამოწვევები საქართველოშიყურადღება გამახვილებულია საქართველოს ინსტიტუციური განვითარების  ჩამორჩენილობის მიზეზებსა  და მისი დაძლევის ღონისძიებებზე, რაც ინსტიტუციური ჩამორჩენილობის აღმოსაფხვრელად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აუცილებელი პირობაა.

ემილია კრაინიაკოვა - ალექსანდრე დუბჩეკის ტრენცინის (სლოვაკეთი)  უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი.

 მოხსენება - „მდგრადობა მიგრაციისა და მიგრაციის პოლიტიკის შესწავლაში -ეხება მიგრაციის საკითხებსა და მიგრაციული პოლიტიკას  შესწავლას; იმ პრობლემებს  და მიზეზებს, რის გამოც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ტოვებს წარმოშობის ადგილს.

ზუმრუდ ნაჯაფოვა - აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის "ეკონომიკის" განყოფილების ლექტორი.

მოხსენებაში - „აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ძირითადი სტრუქტურა დამიმართულებებიგამოიკვეთა აზერბაიჯანში ნავთობის სექტორის გაძლიერება სხვა სექტორის განვითარებისათვის, რაც მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად.

ნანული ოქრუავილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი, ნინო ფარესავილი - თსუ-ს   ასოც. პროფესორი.  

მოხსენების - „ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში და მისი შემცირების გზები-ლეიტმოტივია ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირება, რაც   გადაუჭარბებლად შეიძლება შეფასდეს, როგორც საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკის მდგრადი განვითარების საფუძველი.

მარინა ტაბატაძე  - თსუ-ს ასისტენტ -პროფესორი.

მოხსენებაში „დეცენტრალიზაციის ეკონომიკური სტრატეგია და ფისკალური პოლიტიკი თავისებურებებიდასაბუთებულია ფისკალური დეცენტრალიზაციის როლი და შესაწავლილია ამ მხრივ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას.

მირონ ტუღუში  -  თსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში - „აღრიცხვის მოწესრიგება დასაქმებისა და უმუშევრობის ეფექტიანი მართვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა - განხილულია საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობა, ყურადღება გამახვილებულია მათი აღრიცხვის ნაკლოვანებებზე, ხაზგასმულია, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიერ შემოთავაზებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები არარეალურია.

მალხაზ ჩიქობავა - თსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში -ახალი დიდი დეპრესიის რისკები და ხანგრძლივი სტაგნაციის საკვანძო ფაქტორები - გაანალიზებულია ხანგრძლივი სტაგნაციის საკვანძო ფაქტორები და ნაჩვენებია მისი გავლენა ეკონომიკაზე, შესწავლილია ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაციის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა და გაკეთებულია დასკვნა, რომ  ბოლო ათი წლის განმავლობაში წამყვან ქვეყნებში მიმდინარე პროცესები მათი გრძელვადიანი სტაგნაციის მყარი საფუძველი გახდება.

სერგეი ვოიტოვიჩი - სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ემილია კრაინაკოვა -ფილოსოფიის კანდიდატი, დოქტორი, მაგდალენა ტუფა - დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი,  ტრენცინის  ალექსანდრე დუბჩეკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი).

კვლევა - „ეკონომიკური სარგებლისა და ზარალის ბალანსის გაანგარიშება უცხოელ მომუშავეთა მიგრაციიდან-ეხება შრომითი, როგორც ემიგრაციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის და მიღწევების, ასევე სამუშაო ძალის ემიგრაციით გამოწვეული ეკონომიკური სარგებლისა და ზარალის შეფასებას.

მარკუს ენგერტი, რაინერ ვენერი   – ვურცბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორები (გერმანია ).

მომხსენებელი საკვლევი თემის „გლობალიზაციისგავლენაევროპისავიაკომპანიებისბაზარზე  გარშემო არსებული  ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე ასკვნის, თუროგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკური მეთოდები და სქემები, უახლესი მოვლენების ასახსნელად ევროპის ავიაკომპანიების ბაზრებზე.

ჰორაციუ დრაგომირესკუ - ბუქარესტის  (რუმინეთი) ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი.თემა: „ეკონომიკურ რეჟიმთან დაკავშირებული ციფრული ფორმაციის კონტრ-ინტუიციური ასპექტები".

მოხსენებაში- „მაკროეკონომიკურ ჭრილში“  განხილულიaციფრული ინფორმაციის ბაზების მართვის პრობლემები და აღმოფხვრის გზები.

V სექცია - მიკროეკონომიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

სექციაზე წარმოდგენილი იყო ექვსი მოხსენება:

ნატალია კუბინი - უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ვიქტორია მარჰიტიჩი და   ტამილა კოსოვილკა -დოქტორანტები (უკრაინა).

მოხსენებაში - ,,რეგიონული ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების პოტენციალი“ აქცენტი გაკეთებულია რეგიონული ეკონომიკის პოტენციალის  ეფექტიანად გამოყენების გზებსა და პრინციპებზე. 

თამარ ლაზარიაშვილი -  თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი.

მოხსენებაში ,,ინვესტიციების როლი აგრარული წარმოების სტიმულირებაში“ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს აგრარულ სექტორში ინვესტიციების როლის მნიშვნელობაზე  და  მისი  მოზიდვის მოძიების გზებზე.

ლეილა ქადაგიშვილი - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, რუსუდან მაისურაძე - თსუ-ს დოქტორანტი.

მოხსენებაში -,,ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე წარმატებისა და პერსპექტივის შესახებ“ - შეფასებულია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი და ექსპორტის ძირითადი გამოწვევები და შემუშვებულია რეკომენდაციები.

ნაზირა ქარქაშაძე, თინათინ გუგეშაშვილი - ა. წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორების ერთობლივ მოხსენებაში ,,ცოდნა და მისი როლი მომხმარებელთა ქცევაში“ ყურადღება გამახვილებულია სპეციალური ცოდნის მნიშვნელობაზე მომხმარებელთა ქცევაში და   საქონლის ყიდვისას თავიდან აცილების   არსებულ რისკებზე.

მარიამ ჯიბუტი,  თსუ-ს დოქტორანტი.

მოხსენება - ,,საქართველოს რეგიონები და მათი მახასიათებლები“ - ეხება საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებსა და მათი მახასიათებლების ანალიზს; ჩამოყალიბებულია  რეგიონების გამიჯვნის შეფასების კრიტერიუმები მათი საქმიანობის  განსაზღვრის ასპექტით.

არვიდას ბაკანაუსკასი, ლინა პილელიენე - ვიტაუტას მაგნიუს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორები.

მოხსენებაში - ,,ლიეტუვის მწარმოებელ კომპანიებში დამსაქმებლების მიმზიდველობაზე მოქმედი ფაქტორები“ - შემოთავაზებულია მოქალაქეების კომპანიების დასაქმებაზე კმაყოფილების გაზომვის ინდიკატორები.                                                                            

სექციაში წარმოდგენილი მოხსენებებში შეფასებული იყო რეგიონული ეკონომიკის განვითარების  თანამედროვე გამოწვევები, კერძოდ, რეგიონული ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების პოტენციალი, საქართველოს რეგიონული განვითარების შესაძლებლობები და მახასიათებლები.

VI სექცია - საერთაშორისო ეკონომიკა

სექციის ხელმღვანელი -  აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე

სექციაზე წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება:

მიხეილ თოქმაზიშვილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში -  ,,თურქი მეწარმეების სოციალური კაპიტალი საქართველოში’’ - აქცენტი გაკეთებულია საქართველოში თურქი ბიზნესმენების  მიერ სოციალური კაპიტალის დაბანდებაზე, რამაც შეიძლება  პოზიტიური გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. 

რამაზ ფუტკარძე -  თსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში  - ,,რუმინეთი ევროპულ ინტეგრაციულ პროცესებში (12 წელი ევროკავშირში)’’ -განხილულია  ევროკავშირში გაწევრიანების მასშტაბური გავლენა რუმინეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და საქართველოსთვის ამ გამოცდილების  მნიშვნელობა.

ლელა ჯამაგიძე - თსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში  - ,,საოჯახო მეურნეობების ვალის მახასიათებლები ევროპის ქვეყნებში’’ -განხილულიასაქართველოსა და ევროპის ქვეყნებში საოჯახო მეურნეობების ვალის ეკონომიკური და სოციო-კულტურული ფაქტორების შედარებითი  ანალიზის მნიშვნელობა.

ზურაბ მჭედლიშვილი - თსუ-ს დოქტორანტი.

მოხსენებაში - ,,ილია ჭავჭავაძე საგარეო ვაჭრობის შესახებ და თანამედროვეობა’’  -გადმოცემულია ი. ჭავჭავაძის  შეხედულებები საგარეო ვაჭრობასა და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემებზე, პროტექციონისტული   და   ფრიტრედერული პოლიტიკაზე და ვაჭრობის ლიბერალურ პოლიტიკის უპირატესობის შესახებ. 

VII სექცია - სტატისტიკა

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი სიმონ გელაშვილი

        სექციაზე წარმოდგენილი იყო შვიდი მოხსენება:

სიმონ გელაშვილი  - თსუ-ს პროფესორი: ,,სახელმწიფო სტატისტიკის რეფორმირება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში XX საუკუნის ბოლოს“.

მომხსენებელმა დაახასიათა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დეფორმირებული ოფიციალური სტატისტიკის რეკონსტრუქციის პროგრამა თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებად გარდაქმნისათვის. მისი განხორციელების მიუხედავად, იქ ჯერ კიდევ მაღალია საზოგადოების  ფრაგმენტაცია, რაც ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ნეგატიური ფაქტორია.  

მარინა მუჩიაშვილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი,   ზამირა შონია და  მაია გიორგობიანი --თსუ-ს ასისტ. პროფესორები.

მოხსენებაში - ,,საქართველოს  სახელმწიფო ვალის მდგრადობის ზეგავლენა ქვეყნის  ეკონომიკურ ზრდაზე“ - ძირითადი აქცენტი გაკეთდა  საქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდის დინამიკაზე, რომლის შემცირებისათვის მომხსენებლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა.

მარინე მინდორაშვილი, ნინო აბესაძე - თსუ-ს ასოც. პროფესორები და მაია გიორგობიანი - ასისტ. პროფესორი.

 მოხსენებაში - ,,სტუდენტების სოციალ-დემოგრაფიული მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი“ - აღინიშნა, რომ გამოკითხული სტუდენტი-ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემებად მიიჩნია უმუშევრობა და სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ეკოლოგია, დემოგრაფია და სხვ.

რუსუდან ქინქლაძე - სტუ-ს ასოც. პროფესორი და  ქეთევან ჩიტალაძე - თსუ-ს ასისტ. პროფესორი.

მოხსენებაში - ,,უცხოელი სტუდენტები საქართველოში და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე“ - აღინიშნა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, თუმცა, მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დიდწილად მოკლევადიანია, რაც ამცირებს მის გრძელვადიან დადებით ეფექტს.

ერაბ ხმალაძე - თსუ-ს  ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში - საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა“ - ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, მისი დინამიკის, მასში მომხდარი სტრუქტურული ძვრების, რეგიონების მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ანალიზზე.

მარიკა შონია - თსუ-ს  დოქტორანტი.

მოხსენებაში - ,,შობადობის დონე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ - აღინიშნა, რომ შესაწვლილ რეგიონში შობადობა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც  სახელმწიფოს მხრიდან ქმედით ღონისძიებებს მოითხოვს, განსაკუთრებით - ფინანსური სახსრების მობილიზებას დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად.

ელენე ფირცხალაიშვილი - თსუ-ს  დოქტორანტი: „მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები გლობალიზებულ სამყაროში“.

მოხსენებაში ძირითადი აქცენტი გაკეთდა გლობალიზებულ სამყაროში მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, რაც ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს წყაროა.

VIII სექცია -აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი

სექციის ხელმძღვანელი -პროფესორი ლევან საბაური

სექციაში წარმოდგენილი იყო   ათი მოხსენება:

იზოლდა ჭილაძე  - თსუ-ს ასოც. პროფესორი და  ლია კოზმანაშვილი - თსუ-ს ასისტენტ -პროფესორი.

მოხსენებაში - „საწარმოთა ფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზის აქტუალური საკითხები“ - აღინიშნა, რომ ფულადი ნაკადების ანგარიშგება უნდა მომზადდდეს „პირდაპირი მეთოდით“, რაც აღიარებულია, როგორც საბაზისო მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კი აღნიშნული პროცესის ანალიზური მნიშვნელობა მცირდება.

ლევან საბაური - თსუ-ს პროფესორი და ნადეჟდა კვატაშიძე - თსუ-ს ასოც. პროფესორი: „ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების აღრიცხვის საკითხები“.

მომხსენებელთა აზრით, ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვის სრულყოფისათვის საწარმოებმა უნდა გამოიყენონ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელი,  დებიტორული დავალიანების გაუფასურების დასადგენად კი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მატრიცა.

მარინა მაისურაძე და  მარიამ ვარდიაშვილი  - თსუ-ს ასოც. პროფესორები.      

მოხსენებაში -„ბუღალტრული ბალანსის ანალიზის აქტუალური  საკითხები“ (სს ,,თელასის“ მაგალითზე) - ყურადღება გამახვილდა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელ დებიტორული დავალიანების ნაშთების შემცირებასა და საკუთარი კაპიტალის წილის ამაღლებაზე.

ანჟელი ხორავა - თსუ-ს მასწავლებელი.

მოხსენებაში - „პირობითი  ვალდებულებების ფინანსურ  ანგარიშგებაში    ასახვის  საკითხები“ - აქცენტი გაკეთდა პირობითი ვალდებულებების ფინანსურ ანგარიშგებაში სამართლიანი წარდგენის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს მისი აღიარების კრიტერიუმების დადასტურება და საიმედო შეფასება.

ლია კოზმანაშვილი - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, თემა: მოსაზრებები მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონური მოდელის“ თაობაზე“.

მომხსენებელმა განიხილა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი  წესის  შემოღებასთან დაკავშირებული საგადასახადო და სააღრიცხვო საკითხები, ასევე მოგების გადასახადის გაანგარიშების მეთოდიკა. 

ზეინაბ გოგრიჭიანი -თსუ-ს მასწავლებელი: საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში“.

 მომხსენებლის აზრით, საანგარიშგებო პერიოდის შედეგის მოვლენების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით, საჭიროა მაკორექტირებელი და არამაკორექტირებელი მოვლენების მკვეთრად გამიჯვნა, ასევე ფინანსური ანგარიშგების განსახილველად წარდგენისა და დამტკიცების ზუსტი თარიღის დადგენა.

მერაბ ჯიქია - თსუ-ს ასოც. პროფესორი: „საქმიანობის სახეობების მიხედვით საწარმოო ზედნადები ხარჯების განაწილების თავისებურებები და უპირატესობები“.

 მომხსენებელმა წარმოაჩინასაქმიანობის სახეობების მიხედვით დანახარჯთა კალკულაციის მეთოდის უპირატესობები, რაც უზრუნველყოფს:  პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის სრულყოფას, ასევე - პროდუქციის წარმოების რეალური დანახარჯების ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობას.

 ნაზი გვარამია - სოხუმის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში - „აუდიტორული პრაქტიკა და სტანდარტიზაციის თანამედროვე ერა“ -დახასიათდა აუდიტის საერთაშორისო გამოცდილება, განვითარების ეტაპები და ტენდენციები.  კვლევაში წარმოდგენილია ასევე  აუდიტის სტანდარტიზაციის თანამედროვე ერა.

ელგუჯა კონჯარია - სპს სასწავლო უნივერსიტეტ „გაენათის“  ასოც.  პროფესორი.    

ავტორმა მოხსენებაში „რევიზიისა და აუდიტის თანაფარდობის საკითხები“ ყურადღება გაამახვილამართვის პროცესში კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე, რისი მეშვეობითაც  მენეჯერს შეუძლია აკონტროლოს ორგანიზაციის საქმიანობა დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში და მიიღოს ინფორმაცია საქმიანობის შედეგებზე.

მურად ნარსია - სეუ-ს პროფესორი.

 მოხსენებაში - „აუდიტის შესახებ კანონთან ადაპტაციის ზოგიერთი პრობლემა“ -განხილულია საქართველოში 2016 წელს მიღებული კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, ახალი კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები, რისი აღმოფხვრისათვის შემოთავაზებულია ადეკვატური ღონისძიებები და  რეკომენდაციები.

IX სექცია - მარკეტინგი

ექციის ხელმძღვანელი -პროფესორი ნუგზარ თოდუა

სექციაზე წარმოდგენილი იყო ხუთი მოხსენება:

ნათიკ ჰუსეინ გურბანოვი, ელდარ ნადირ  გულიევი, რაუფ გუშხანი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტები: სადაზღვევო მარკეტინგის რამდენიმე პრობლემა“.

მოხსენებაში აღინიშნა დაზღვევის აუცილებლობაზე, რაც დაკავშირებულია ყოველი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიულ უსაფრთხოებასა და მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხთან. დაზღვევის სისტემის ანალიზის საფუძველზე შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფო მართვის ეფექტიანობა, ასევე საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის ცხოვრების დონე.

ნუგზარ  თოდუა   -   თსუ-ს  პროფესორი.

მოხსენებაში - „დესტინაციების იმიჯის გავლენა ტურისტების მყიდველობით  ქცევაზე“ -ყურადღება გამახვილებულია  დესტინაციების ბრენდინგის როლზე ტურისტულ ბიზნესში, შესწავლილია  დესტინაციების  იმიჯის ფაქტორებისადმი ქართველი ტურისტების დამოკიდებულება.                                             

ეკატერინე უროტაძე - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი: „სოციალური მედია მარკეტინგის გავლენა  ტურიზმის ინდუსტრიაში მომხმარებელთა კმაყოფილებაზე“.

 მოხსენებაში ხაზგასმულია სოციალური ქსელების როლი ტურისტულ ბიზნესში,  საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში კომპანიებისათვის სწორი მედიამარკეტინგული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების მნიშვნელობა.  ასევე,  სოციალურ მედიაში ტურისტული კომპანიების მიერ განხორციელებული კამპანიებით მომხმარებელთა კმაყოფილების გავლენა  მათ მყიდველობით ქცევაზე.

ხალილ ნიზრაფიზადე და ნაჯაფ ბაბიევი - ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის დოქტორანტები.

 მოხსენებაში - ათასწლეულის გამოწვევა: ჩართულობის დონის განსაზღვრა ინსტაგრამის მაგალითზე - აღნიშნულია, რომ სოციალური მედიაპლატფორმები, რაც, უწინარეს ყოვლისა, ახასავს იმიჯს და ვიდეოს, მისაწვდომია მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში,  რომ უკეთ იქნეს გაგებული, თუ როგორ გავლენას ახდენს  სოციალური ქსელის პლატფორმები.            

ლინა პილელიენესი -ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის პროფესორი.

მოხსენებაში - მოქალაქეების კმაყოფილების გაზომვის თეორიული შეხედულებები“-განხილულია მოქალაქეების კმაყოფილების გაზომვის სხვადასხვა თეორიული ასპექტი.  განსაზღვრულია ის ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოქალაქეების კმაყოფილებაზე.

X სექცია - მენეჯმენტი

სექციის ხელმძღვანელი -პროფესორი დავით ნარმანია

სექციაზე წარმოდგენილი იყო რვა მოხსენება:

დავით ნარმანია - თსუ-ს პროფესორი, ეკა ჩოხელი, გიული ქეშელაშვილი, მანანა ხარხელი -თსუ-ასოც. პროფესორები;  ნინო სარდლიშვილი, ბექა თოფურია, გვანცა ილურიძე - თსუ-სდოქტორანტები: „დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მართვის გამოწვევები საქართველოში“.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად წარმოდგენილ  მოხსენებაში გამოიკვეთა საპენსიო სისტემისადმი თეორიული მიდგომები, ახალი ქართული საპენსიო სისტემის  მახასიათებლები და  გამოწვევები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნინო ზურაშვილი  - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

მოხსენებაში - „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი“  - ხაზგასმით აღინიშნა იმის შესახებ, რომ  დეველოპერული პროცესი ზრდის უძრავ ქონებაზე მოთხოვნას, თუმცა, ბოლო პერიოდში გამკაცრებული სანებართვო პოლიტიკა ამ სექტორზე ნეგატიურად აისახება.

ნუნუ ნიკოლიშვილი -  თსუ-ს დოქტორანტი:  „შიდაორგანიზაციული კომუნიკაცია და მისი ძირითადი მახასიათებლები“.

 მოხსენებაში განხილული იქნა შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის თეორიული ასპექტები და მისი ძირითადი მახასიათებლები. დეტალურად იქნა მიმოხილული ორგანიზაციული კომუნიკაციის ფუნქციები, ასევე, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის სისტემები.

ნინო სარდლიშვილი - თსუ-ს დოქტორანტი.

წარმოდგენილ მოხსენებაში - „პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის განხორციელებული ქმედებები საჯარო სამსახურში“ - ყურადღება გამახვილდა საქართველოში საჯარო მოხელეთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიზნით განხორცილებეულ ღონისძიებებზე.

სესილი ტაბატაძე  - თსუ-ს დოქტორანტი.

მოხსენებაში - „გარემოს დაცვის სფეროში არსებული სახელმწიფო პროექტების ანალიზი და შეფასება“ - ხაზგასმით აღინიშნა, რომ მდგარადი განვითარების 17 მიზნიდან გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც  აუცილებელია პროექტის მართვის   პრინციპების   დაცვა   და   ეფექტიანი   მენეჯმენტი. 

თამარ ღამბაშიძე - სტუ-ს ასოც. პროფესორი. თემა: „ორგანიზაციული კულტურის ფორმირების და უსაფრთხოების ტენდენციები“.

 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციული კულტურა მუდმივად დინამიკურია, ის იცვლება და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. აქცენტი გაკეთდა  ჯანსაღი კორპორატიული კულტურის შესაქმნელად საჭირო ღონისძიებებზე.

თამარ ბერიძე - სტუ-ს პროფესორი,   მედეა ჭელიძე, გუგული ყურაშვილი - სტუ-ს ასოც. პროფესორები, ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ მოხსენებაში - „Innovative Technologies - to Ensure Quality Education“ - ყურადღება გამახვილდა განათლების ხარისხის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე.

ანჯელა ვოლტერი, ზვისკაუს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი,  სორენ ფორსტერიმიერი - სტუდენტი: „Effects of Globalization on Human Resources Management in SMEs“. მოხსენებაშიხაზი გაესვა   გლობალიზაციის პროცესის გავლენის საკითხებს.  უცხოელ კოლეგებს წარმოდგენილი ჰქონდათ საინტერესო დასკვნები: გლობალიზაციის პროცესი არამარტო დიდ, არამედ მცირე საწარმოებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მ.შ. ადამიანური რესურსების მართვის თვალსაზრისით.

X I სექცია - საერთაშორისობიზნესი

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი თემურ შენგელია

 სექციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა მოხსენება:

თეიმურაზ შენგელია- თსუ-ს პროფესორი:  „სოციალური მეწარმეობის კვლევის მეთოდოლოგია და გავლენა საქართველოს სოციალური ამოცანების გადაწყვეტაზე“.

მოხსენება მიეძღვნა საერთაშორისო ბიზნესის პრობლემატიკას და ყურადღება გამახვილდა სოციალური მეწარმეობის როლსა და ფუნქციებზე,  ასევე სოციალური მეწარმეობის არაერთგვაროვან გაგებაზე, მეთოდოლოგიური ანალიზის საზღვარგარეთულ გამოცდილებასა და მისი საქართველოში რეალიზაციის საკითხზე.

უშანგი სამადაშვილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი:  „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დინამიკა და შეზღუდულობის მიზეზები საქართველოში“.

მოხსენებაში გამოვლენილია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეზღუდულობის მიზეზები და დასახულია მისი  აღმოფხვრის ადეკვატური ღონისძიებები. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, გაანალიზებულალი ხიხაძე  - თსუ-ს ასოც. პროფესორი: „ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების განვითარების მომავალი თანამედროვე გლობალურ ბიზნესში“.

მოხსენება ეძღვნება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტერნეტის ქსელის გამოყენების შესწავლას ბიზნესსუბიექტების წარმატებული ფუნქციონირებისათვის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების სისტემების  როლს  მსოფლიოში ბიზნესის გლობალურ განვითარებაში.

ხათუნა ბერიშვილი- თსუ-ს ასოც. პროფესორი: „საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ტენდენციები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“.

მოხსენებაში გაანალიზებულია საქონლისა და მომსახურების სრულიად ახალი ტექნოლოგიები,   საერთაშორისო ვაჭრობის ახალი არქიტექტურა დაკავშირებული ინტერნეტ-ვაჭრობასთან, ასევე გაშუქებულია „საერთაშორისო ვაჭრობის ინტერლიბერალიზაციის“  პრობლემა.

თემურ  ბაბუნაშვილი - თსუ-ს  მოწვეული   პროფესორი.

მოხსენებაში - „ინოვაციური მეწარმეობის როლი მცირე და საშუალო ბიზნესში დაალტერნატიული ენერგეტიკის პოტენციალი საქართველოში“ - განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციური მეწარმეობის როლი და მნიშვნელობა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებზე.

სექციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:

ეკონომიკის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ დუდაურის მოხსენება: „ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენა რეციპიენტი ქვეყნების ეკონომიკაზე“;

ეკონომიკის დოქტორის   დიმიტრი ჯავახაძის მოხსენება „გაანალიზებული ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციები“. მოხსენებები წარმოადგინეს ასევე თსუ-ს დოქტორანტებმა - ნინო ჯანელიძემ, მელიქიძემ, ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა -  ანა გუჩუამ, ხვიჩა შარაშიძემ.

XII სექცია - ტურიზმი

სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი იოსებ ხელაშვილი

სექციაზე წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება:

ეკა ლეკაშვილი  - თსუ-ს ასოც. პროფესორი: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  გიდის პროფესიული განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები“.

მოხსენებაში, საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე,  ყურადღება გამახვილებულია გიდის ადეკვატური დიპლომირებული პროგრამის შემუშავების განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული უნარების, მეწარმეობის და თვითდასაქმების განვითარებას. 

ნანა კაციტაძე -თსუ-ს ასოც. პროფესორი და მარიამ ქუთათელაძე - თსუ-ს დოქტორანტი: Negative Organizational Service Climate and its Impact on Employees’ Expression of False Smile and Burn Out“.

მოხსენებაში განხილული იქნა სასტუმროებში სამუშაო გარემოს ზეგავლენა მომსახურე პერსონალის საქმიანობაზე. ასევე ხაზი გაესვა მომსახურებისა და მისი კომპონენტების სრულყოფის მნიშვნელობას.

ნიკო კვარაცხელია- საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი და ნინო დამენია  - ასოც. პროფესორი: „კულტურული ტურიზმის გამოწვევები გლობალიზაციის კონტექსტით“.

მოხსენებაში  ავტორების  ყურადღება გამახვილდა კულტურული ტურიზმის მნიშვნელობაზე და  მასზე გლობალიზაციის პროცესების დადებით და რისკების შემცველ ზეგავლენაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოში კულტურული ტურიზმის მნიშვნელობაზე, პოტენციალსა და გამოწვევებზე.

მერაბ ხოხობაია - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი: „ტურისტული დანიშნულების ადგილის  სტრატეგიული დაგეგმვის სისტემური ასპექტები“.

მოხსენებაში ავტორმა ხაზი გაუსვა დანიშნულების ადგილის განვითარების რთულ და მრავალფაზიანი პროცესის არსებობას, რომლის მეცნიერული გამოკვლევისათვის გამოიყენა   სისტემური ანალიზი.  ყურადღება  გამახვილებულია ტურისტული დანიშნულების ადგილის, როგორც დინამიკური სისტემის შესწავლის მნიშვნელობაზე.

XIII სექცია - ფინანსები და საბანკო საქმე

სექციის ხელმძღვანელი: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე

სექციაზე წარმოდგენილი იყო ექვსი მოხსენება:

მანანა ალიბეგაშვილი  - თსუ-ს დოქტორანტი: „ფულის ღირებულების გავლენა პროექტის განხორციელების პროცესზე“.

მოხსნებაში ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ მრავალ ქვეყანაში ფულის ღირებულების მნიშვნელობას (VfM) სახელმწიფო ორგანოები იყენებენ, როგორც გადაწყვეტილების მიღების საშუალებას საჯარო ინვესტიციის ჭრილით. შესაბამისად მსჯელობა იყო ასეთი გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებისა  და თითოეული პროექტის მიხედვით სპეციფიკურ გადაწყვეტილებათა მიიღებაზე.

მაია გოგოხია  -თსუ-ს ასოცირ. პროფესორი: „საქართველოს საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების რეგულირება ბაზელის შეთანხმების საფუძველზე“.

მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ  მუდმივი ცვლილება - სრულყოფის პროცესში მყოფი ფინანსური სისტემა ახალ-ახალ გამოწ­ვევებს უმზადებს მარეგულირებელ ორგანოებს. საქართველოს საბანკო სექტორს აქვს შთამბეჭდავი მოცულობა ქართული ეკონომიკის მასშტაბით, რათა გაუძლოს საგარეო და საში­ნაო ფაქტორების ნეგატიურ ცვლილებებს.

ხათუნა ბარბაქაძე  - თსუ–ს  ასოც. პროფესორი და ნატო კაკაშვილი  - თსუ–ს ასისტენტ-პროფესორი: ფინანსური ანგარიშსწორების წესების სრულყოფა გადაზღვევაში“.

მოხსენების   ძირითადი ლეიტმოტივია ის, რომ  ეკონომიკურად დასაბუთებული სადაზღვევო ტარიფები, სადაზღვევო რეზერვები, გადაზღვევა, საკუთარი სახსრები და მიღებული გადაზღვევის სისტემა უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მდგრადობას. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს გადაზღვევის აუცილებლობაზე.

ნათია  კახნიაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი:  „ინკლუზიური ბიზნესმოდელი, როგორც სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ფინანსური ასპექტი“.

მომხსენებელის აზრით, უმუშევრობით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილება ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა. საქართველოსა და უფრო ღარიბი ქვეყნების სიღარიბის დაძლევის პროგრამების განხილვამ, ანალიზმა და შეფასებამ გამოკვეთა სიღარიბის ფინანსური ასპექტები და  მისი ეტაპობრივი დაძლევის  კონცეპტუალური ხედვა.

მიხეილ ჩიკვილაძე  - თსუ-ს ასოც. პროფესორი: 2019 წლის ბიუჯეტის  ფისკალური რისკები“.  

მომხსენებელმა დღგ-ს ახალი წესით განაწილების კონცეპტუალურ საკითხებზე საქართველოს კანონში 2019 წ. შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ვალის, ლარის გაუფასურების, ეკონომიკური შოკის ნეგატიურ მოვლენებზე. ასევე  2019 წლის ფისკალურ რისკებზე.

ნინო სამჭკუაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი.

მოხსენებაში ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ფინანსური მომსახურების ინდუსტრია წარმოადგენს ეკონომიკაში ფინანსების გამოყენების კონკრეტული ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას და ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური მოდელი დიდწილად დამოკიდებულია მასზე.

XIV სექცია - რელიგია და ეკონომიკა გლობალიზაციის კონტექსტით

სექციის ხელმძღვანელი - ასოც.პროფესორი ინეზა გაგნიძე

უნდა აღინიშნოს, რომ წელს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამართულ   კონფერენციას ახალი მიმართულება დაემატა - რელიგია და ეკონომიკა გლობალიზაციის კონტექსტით“.

სექციაზე მოსმენილ იქნა  თერთმეტი მოხსენება:

ინეზა გაგნიძე  -  თსუ-ს ასოც. პროფესორი:  ადამიანთა ურთიერთქმედების შესახებ ეკონომიკის პრინციპები მართლმადიდებლური ასპექტით“.

მოხსენებაში განხილულია აღიარებული ავტორის გ. მენქიუს ნაშრომში - „ეკონომიკის პრინციპები“, მოცემულ ადამიანთა ურთიერთ­ქმედების შესახებ პრინციპების გააზრება მართლმადიდებლური სწავლების ასპექტით. ავტორმა საკითხის არსი პარალელური თხრობით ახსნა ძველი და ახალი აღთქმიდან მოცემული ციტატებითა და იგავებით.  

ირინა გოგორიშვილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი:   სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ქრისტიანობაში“.

მომხსენებელმა ახალი აღთქმის ტექსტის გაანალიზების საფუძველზე ყურადღება გაამახვილა  ქრისტიანული ეკლესიის მიერ სიმდიდრის, ქველმოქმედების, სახელმწიფოს ხელისუფალთა და ინსტიტუტების როლის შეფასებაზე.

კონსტანტინე გოლუბევი  ეკ. მეცნ. დოქტორი, მინსკის სასულიერო აკადემიის პედაგოგი.

 მოხსენებაში „კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება ქრისტიანულ საზოგადოებაში“, აღინიშნა, რომ ერთადერთი მესაკუთრე უფალია და ადამიანს მხოლოდ მისთვის მინდობილი ქონების მართვის უფლება ეძლევა.

ნოდარ გრძელიშვილი -  ახალი უმაღლესი სასწავლებლის ასოც.პროფესორი: „რელიგიური ტურიზმის განვითარებისადმი სისტემური მიდგომის ზოგიერთი საკითხი“.

მოხსენებაში  ხაზი გაესვა წმინდა ადგილების (ზონების) კლასიფიკაციის აუცილებლობას, ამასთან დაკავშირებითაც ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები რელიგიური ტურიზმის განვითარებისათვის.

მერაბ მიქელაშვილი -  უმაღლესი სასწავლებელ „ჯორჯიას“ პროფესორი: „საგადასახადო ურთიერთობების ფორმები ბიბლიაში“.

მოხსენებაში, ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებიდან მოტანილი ციტატების საფუძველზე, გაკეთებულია დასკვნა, რომ რთულია მიღწეული იქნეს თანაფარდობა ღმერთს და გვერდზე მდგომის სიყვარულსა და გადასახადებს შორის, რის გამოც გადასახადი მძიმე ტვირთია.

ბაბულია მღებრიშვილი - თსუ-ს ასოც. პროფესორი: ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბიბლიური გაგება და მდგრადი განვითარება.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ქრისტიანული მცნებების შესრულება ადამიანის გონებას „აჯანსაღებს“, გაჯანსაღებული გონება კი მისი სულისა და ხორცისთვის, და საერთოდ მთელი საზოგადოებისთვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.

ერმალო    ნიკოლაიშვილი - გელათის სასულიერო აკადემიის და ეკატერინა ბაბუნაშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორები: „სიმართლით ნაშოვნი სიკეთეში დახარჯული“.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დოვლათი მაშინ არის პრობლემური, თუკი ის სიმართლით, ანუ მადლით არ იქნა ნაშოვნი და სწორად, ანუ სიკეთეში, არ იქნა დახარჯული. რამეთუ უფალმა ეს ყველაფერი  სიყვარულითა და კეთილად შეუქმნა ადამს (კაცობრიობას).

ოთარ ტუკვაძე -  ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტი: „წყალი - ღვთის საჩუქარი და ეკონომიკის განუყოფელი ატრიბუტი“.

 მოხსენებაში გააანალიზებულია საქართველოში არსებული წყლის რესურსის სიუხვე, მრავალფეროვნება და მისი ეკონომიკურად ეფექტიანი გამოყენების საკითხები.

გიორგი შიხაშვილი - თსუ-ს მოწვეული პროფესორი: ბიბლიის სინერგიული მოძღვრება: ეკონომიკურ-მმართველობითისაქმიანობის, ადამიანური რესურსების  მართვისა და თვითმენეჯმენტის თემატიკა იესო ქრისტეს იგავებში“.

 მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია  ფუნდამენტური, სინერგიული კონცეფციის გარეშე, რაც უნდა შემუშავდეს ბიბლიურ-ქრისტიანული და სეკულარული ფასეულობების საფუძველზე.          

ნიკოლოზ  ჩიხლაძე - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი. ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პაატა კოღუაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ს/მ აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: „ორი ილია შრომის შესახებ“.

მოხსენებაში   ავტორებმა  წმ. ილია მართლისა (ჭავჭავაძე) და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ადამიანთა შრომისადმი დამოკიდებულება განიხილეს.

იზოლდა ჭილაძე  -  თსუ-ს ასოც. პროფესორი: ბიზნესის სტაბილურობა და  ქრისტიანული მსოფლმხედველობა“.

მოხსენებაში ახსნილია ბიზნესის სტაბილურობასთან ქრისტიანული მსოფლმხედველობის კავშირი და  გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

დასასრულ, სექციაზე გადაწყდა წარმოდგენილ მოხსენებათა საფუძველზე, ერთობლივი ნაშრომების გამოქვეყნება საქართველოსა და უცხოეთში.

სულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 98 სამეცნიერო დასკვნა და საინტერესო დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონფერენციის მოხსენებები   განთავსებულია თსუ სამეცნიერო პორტალზე:

https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/konf%20IV.pdf

კონფერენციის შედეგები შეაჯამა თსუ-ს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. დეკანმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას საერთაშორისო კონტექსტში.